ზურიკო დავითაშვილი ბათუმის დინამოს შეუერთდა

06 აპრილი 2022, 10:03 1251 ნახვა

დიდი ალბათობით, “დინამო ბათუმი” საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელს ზურიკო დავითაშვილს დაიმატებს. ინფორმაცია ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ნაწილობრივ დაადასტურა, მას მერე, რაც ვარჯიშის ფოტოები გაავრცელა, რომელშიც ზურიკო დავითაშვილიც აქტიურადაა ჩართული.

21 წლის ფეხბურთელი გეგუჩაძის გუნდში ვარჯიშობს, თუმცა “დინამოს” ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, დავითაშვილი მეორე ფეხბურთელი იქნება, რომელსაც “დინამო ბათუმი” რუსეთის ჩემპიონატიდან წამოსვლის შემდეგ დაიმატებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ შემდეგ შეხვედრას ბათუმელები 10 აპრილს, ზესტაფონში, წყალტუბოს “სამგურალის” წინააღმდეგ გამართავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი