ზურიკო დავითაშვილმა ბათუმის "დინამოსთან" ერთად ივარჯიშა

05 აპრილი 2022, 21:46 1401 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ბათუმის "დინამომ" საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი დაიმატა.

21 წლის დავითაშვილმა დღეს ბათუმში ანგისის საფეხბურთო ბაზაზე "დინამოსთან" ერთად ივარჯიშა. თუმცა ჯერჯერობით კლუბს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

დავითაშვილი ბოლოს რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ტულის "არსენალში" თამაშობდა. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ კი დავითაშვილმა და კვარაცხელიამ უეფას და ფიფას სანქციები გამოიყენეს და რუსეთი დატოვეს.

ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 2.5 მილიონ ევროს შეადგენს. ზურიკომ საქართველოს ნაკრების მაისურით 16 შეხვედრა გაიმართა და 2 გოლის გატანა შეძლო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი