ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა საღამოს 6 საათზე იწურება.
დღესვე შეწყდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის განაცხადების მიღებაც.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის ჩათვლის შეეძლებათ.
ცენტრი მოუწოდებს გამოსაცდელებს ენდონ მხოლოდ ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებულ ინფორმაციას.