ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს, მაგრამ აქ არის, ჩვენ მასში ვცხოვრობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს, მაგრამ აქ არის, ჩვენ მასში ვცხოვრობთ. საქართველოს წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა – დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობა, რომლის შეხორცებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.