ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება მიმდინაროებს.
შეჯიბრებაში ექვსი გუნდი მონაწილეობს. დასავლეთს „ბათუმი“, ზუგდიდის „ოდიში და ზესტაფონის მარგვეთი წარმოადგენს, აღმოსავლეთს კი გორის „დილა“, „გორის მეორე გუნდი“ და „თბილისი“.
ტურნირი წრიული სისტემით იმართება. აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან.
ორგანიზატორთა განცხადებით, გათამაშება პირველ რიგში შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებას ემსახურება. ფინალური შეხვედრა მაისის ბოლოს გაიმართება.