შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს

03 აპრილი 2022, 12:08 964 ნახვა

ბათუმში ყველა, 14-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები დათვლილია. ცესკოს ინფორმაციით,  „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს.

რამაზ ჯინჭარაძეს მხარი 7 225-მა ადამიანმა დაუჭირა, რაც 69.02% შეადგენს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა  მათე ფუტკარაძემ - 3 244  ხმა, ანუ 30.98%-ი დააგროვა.

ყველა უბანია დათვლილი რუსთავსა და გარდაბანშიც. 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემით „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი ლიდერობს, მას   90.61%-ი აქვს. „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისათვის“ – 6.95% საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია კამალ მურადხანოვს კი 2.43%“-ი.

შუალედური არჩევნები ცესკომ შეაჯამა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი