ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონია - დღეს კიდევ ორი ოქროს შანსი არის

03 აპრილი 2022, 10:27 1006 ნახვა

მოჭიდავე ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონია.

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 63 კგ.წონით კატეგორიის ფინალში ლერიმ აზერბაიჯანელი ტალეჰ მამადოვი 3:1 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

55 კგ.-ის  ფინალში ნუგზარ წურწუმია აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან 2:8 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

რობერტ კობლიაშვილი კი 87 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლოსთვის შეხვედრაში იტალიელ მირკო მინგუცის შეხვდა, დაპირისპირება 3:3 დასრულდა, მაგრამ ბოლო ქულის უპირატესობით მედლის მფლობელი კობლიაშვილი გახდა.

პირველი დღის შემდეგ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 3 მედალი აქვს . აქედან 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი.

დღეს ქართველ მოჭიდავეებს კიდევ 3 მედლის მოპოვების შანსი აქვთ.
72 კგ.-ში შმაგი ბოლქვაძე ფინალში უნგრელ რობერტ ატილას შეხვდება.

82 კგ.-ის ფინალში კი გელა ბოლქვაძე აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს დაუპირისპირდება.

67 კგ.ში ბრინჯაოს მედალისთვის რამაზ ზოიძე იბრძოლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი