ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით - ნაციონალური მოძრაობა

02 აპრილი 2022, 22:44 2620 ნახვა

შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ პარტიის მონაწილეობა ამ არჩევნებში გაამართლა.

როგორც კირთაძემ განაცხადა, ბრძოლა გაგრძელდება და ის აუცილებლად დამთავრდება მათი გამარჯვებით.

„რაც მოხდა, ყველამ კარგად ვნახეთ. ბუნებრივია, ამის მოლოდინი გვქონდა. 14 უბანში რა ტიპის არჩევნების ჩატარება შეუძლია ბიძინა ივანიშვილის და პუტინის „ქართულ ოცნებას“, ყველამ კარგად ვიცით. მართალი ვიყავით მაშინაც, როდესაც ვთქვით, რომ გავდიოდით ამ არჩევნებზე იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც ხდებოდა. დაშინების, შანტაჟის, მოსყიდვის, უამრავი ადამიანის გადაწერის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ სწორი ვიყავით, რომ ამ არჩევნებზე გავედით. სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელი იყო და არ ვიქნებოდით მართალი არც ნუგზარ ფუტკარაძესთან, არც მის ოჯახთან, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით. ამ ბრძოლის ავანგარდში იქნება მათე ფუტკარაძე, ადამიანი, რომელსაც მინდა მადლობა გადავუხადო ამ უთანასწორო ბრძოლაში შემოსვლისთვის. ბრძოლა იქნება ყველგან და ეს ბრძოლა აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება“,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის ოლქში, 14-ვე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ ხმების 31%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% მიიღო.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი