დარღვევა დაფიქსირდა 92-ე უბანზე, სადაც კომისიის წევრს მოქალაქეები სპეციალურ სიაში ჰყავდა აღრიცხული. 78-ე უბანზე კი საია-ს წარმომადგენელმა პოლიცია გამოიძახა და საარჩევნო უბნის ახლო პერიმეტრზე მოქალაქეების გადაადგილება გააპროტესტა.
მობილიზება უბნის მიმდებარედ დილიდან შეინიშნებოდა 89-ე უბანზე. ერთ-ერთი საჩივარი იმის გამო დაიწერა, რომ ამომრჩეველმა კაბინაში ფოტო გადაიღო.
კენჭისყრის პროცედურებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აკვირდებიან.