უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დღეს ონლაინ რეჟიმში განახლდება

01 აპრილი 2022, 10:03 1320 ნახვა

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დღეს ონლაინ რეჟიმში განახლდება.  ინფორმაციას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე,  უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია ავრცელებს. 

„თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ ახლა საჭიროა ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრა. რუსულმა დელეგაციამ განაცხადა, რომ მანამდე საჭიროა უფრო შეთანხმებული ხელშეკრულების პროექტი. იმედი ვიქონიოთ, რომ ქვეყნების პრეზიდენტები შეხვდებიან. ამავდროულად, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ასეთი შეხვედრა არ შედგეს რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე,“- აღნიშნა დავით არახამიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში