რუსი ოკუპანტები ქალაქ ჩერნიგოვის ბლოკირებას გეგმავენ - უკრაინის გენშტაბი

31 მარტი 2022, 10:25 927 ნახვა

რუსეთი ხერსონის ოლქში ცდილობს, მოამზადოს ნიადაგი „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ რეფერენდუმის ჩასატარებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

„უკრაინის სამხრეთში დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლისთვის, მოწინააღმდეგე ცდილობს, შექმნას სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციები და დაიწყოს მზადება რეფერენდუმის ჩასატარებლად კვაზისახელმწიფოს ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შესაქმნელად ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, მოსალოდნელია, რომ უკრაინული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ცეცხლი გაძლიერდება, იმისთვის, რომ რუსულმა ძალებმა თავიანთი ჯარების გადაადგილება უზრუნველყონ, შემდგომი ამოცანა კი ქალაქ ჩერნიგოვის ბლოკირება იქნება.

გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალები აგრძელებენ ხარკოვის ბლოკირებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი