ყირიმი რუსეთის ნაწილია და ამ საკითხის განხილვა გამორიცხულია - პესკოვი

30 მარტი 2022, 15:46 1138 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი პოზიტიურად აფასებს, რომ უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებების პროცესში დაიწყო კონკრეტული ფორმულირება და ფურცელზე გადმოტანა იმის, რასაც გვთავაზობს.

მისი თქმით,  ვერ იტყოდა, რომ მხარეებმა მოლაპარაკებებში წინ წაიწიეს, რადგან რჩება ნიუანსები.

„არავითარი სტალინგრადი კალენდარში არ გვაქვს და არც უნდა იყოს. მთავარია – ადგილი არ ჰქონდეს ემოციებს. მოლაპარაკებებით პროფესიონალები არიან დაკავებული, მათ უნდა ვენდოთ. რუსული მხარის პოზიცია კარგადაა ცნობილი, ის ლოგიკურია, გააჩნია გამჭვირვალე საფუძველი და ეს პოზიცია არ შეცვლილა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვის თქმით, ყირიმი რუსეთის ნაწილია და ეს საკითხი არ განიხილება.

„ყირიმი – რუსეთის ფედერაციის ნაწილია და კონსტიტუციით ჩვენ არ შეგვიძლია, განვიხილოთ ვინმესთან რუსეთის ფედერაციის ბედი, რუსული რეგიონების ბედი, ეს გამორიცხულია. ეს ჩვენს კონსტიტუციაშია გაწერილი. მოლაპარაკებების რაღაც ნიუანსების განხილვასა და მოყოლას არ ვაპირებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი