საქართველოს პროკურატურამ ქობულეთში მომხდარ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საუბარია 22 მარტს ,,კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე. აქცია რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 29 მარტს კი კიდევ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიკვეთა.
''შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 22 მარტს, ქ. ქობულეთში, ,,კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ზ.ჩ-მ, გ.გ-მ, ზ.გ-მ, ზ.ფ-მ და ი.ი-მ ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ. ჯ-ს, გ. რ-ს და თ.ქ-ს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 29 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება'', - წერია განცხადებაში.