გონიოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

30 მარტი 2022, 12:10 9797 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გონიოში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ.

ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო და გარდაიცვალა.  

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება. 

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი