ომის 35 დღე უკრაინაში და რთული, მძიმე ვითარება რამდენიმე რეგიონში

30 მარტი 2022, 12:03 757 ნახვა

ომის 35 დღე უკრაინაში და  რთული, მძიმე ვითარება რამდენიმე რეგიონში. უკრაინელი ჯარისკაცები იგერიებენ რუსი საოკუპაციო ძალების იერიშებს, მაგალითად უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის განცხადებით, კრემლის გეგმები მთლიანად ჩაიშალა.

ვიგებთ, რომ უკრაინული ძალები ათავისუფლებენ სუმის რეგიონს, ხარკოვისა და კიევის რეგიონების ნაწილს.  ყველაზე რთული ვითარება ისევ მარიუპოლშია,  სადაც "რთული ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად"  პუტინმა  მაკრონს უთხრა, რომ  უკრაინელმა მებრძოლებმა "იარაღი უნდა დაყარონ. 

მოლაპარაკებების პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია და კადრებიც, რომელიც ასახავს  რუსეთის  შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების კიევისა და ჩერნიგოვის ოლქების ტერიტორიებზე გადაადგილების.  ამან შექმნა  ერთგვარი მოლოდინი, რომ შედარებით მშვიდი ღამე იქნებოდა კიევში, თუმცა ეს ასე არ მოხდა. 

ვიდრე  კონფლიქტში ჩართული მხარეები შეთანხმებას და პოზიციების დაახლოვებას  ცდილობენ,  მანამდე ყოველდღიურად იღუპებიან  ომის გამო მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები.

ბოლო მონაცემებით, 145   პატარა შეეწირა რუსეთის აგრესიას უკრაინაში. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი