რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა - უკრაინის გენშტაბი

30 მარტი 2022, 10:18 1022 ნახვა

რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

“რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რეკრუტირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის ტერიტორიაზე მე-4 (ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთი) და მე-7 (აფხაზეთი) სამხედრო ბაზები გადაიყვანეს.

მე-4 სამხედრო ბაზიდან უკრაინაში გაგზავნეს სამი ჯავშანტრანსპორტიორი, 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო მე-7 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებიდან ორი ჯავშანტრანსპორტიორი და დაახლოებით 800 ადამიანი“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი