ქალაქ ლისიჩანსკში დაბომბვის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე შენობა, არის მსხვერპლი 

30 მარტი 2022, 10:09 872 ნახვა

ლუგანსკის რაიონში რუსმა სამხედროებმა დაბომბეს სევეროდონეცკი, რუბიჟნოე, პოპასნაია, კრემენნაია და ლისიჩანსკი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ლისიჩანსკში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.

ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორმა სერგეი გაიდაიმ  განაცხადა, რომ დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა. მისი თქმით, არის მსხვერპლიც.

„დაზიანებულია რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ დადასტურებულია. ბევრი შენობა ჩამოინგრა, მაშველები, ჯერ კიდევ ცოცხლების გადარჩენას ცდილობენ“, - განაცხადა გუბერნატორმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი