სტამბოლში უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს დაიწყება

29 მარტი 2022, 10:45 916 ნახვა

რამდენიმე წუთში, სტამბულში, დოლბაბახჩეს სასახლეში ორი ქვეყნის წარმომადგენლები ცეცხლის შეწყვეტაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. დღეს და ხვალ თურქეთში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი პირისპირ გაიმართება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი ქვეყნის დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკებებზე რეფერენდუმის ჩატარებას არ განიხილავს. ახლა მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარისთვის პროგრამა მინიმუმი- ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაა, ხოლო მაქსიმუმი - ცეცხლის შეწყვეტა.

შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებების არც ერთ პრინციპულ პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

“ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის დენაციფიკაციას და მზად არის, დაუშვას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ის უარს იტყვის ნატო-ს წევრობაზე" - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ფაინენშალ თაიმსი" ავრცელებს.

გამოცემა რუსეთის მხრიდან ამ დათმობებს მისი ერთთვიანი სამხედრო შეტევისას უკრაინის მოსალოდნელზე ძლიერი წინააღმდეგობით ხსნის.

როგორც იცით, კონფლიქტის დარეგულირებაზე მოლაპარაკებების წინა რაუნდები პირისპირ ფორმატში ჩატარდა ბელარუსის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ შეხვედრები ვიდეოკავშირით იმართებოდა. ხოლო ახალი რაუნდი მხარეებს შორის პირველი პირადი შეხვედრაა მარტის შუა რიცხვების შემდეგ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი