ბათუმში მოქმედი საფეხბურთო კლუბი ''პორტუს ბათუმი'' უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებს უსასყიდლოდ ავარჯიშებს, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა სოციალურ ქსელში ქართულ და უკრაინულ ენებზე განათავსა.
''საფეხბურთო კლუბი "პორტუსი ბათუმი" მზადაა უსასყიდლოდ გუნდში მიიღოს უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვები. საწვრთნელ პროგრამაში ჩართვა შეუძლია 5-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებს, რომლებმაც რუსეთის აგრესიის გამო დატოვეს უკრაინა და ბათუმში იმყოფებიან. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 555 20 20 23'', - წერია განცხადებაში.
საფეხბურთო კლუბი ''პორტუს ბათუმი'' 2020 წელს დაარსდა. კლუბმა მოკლე პერიოდში ათობით საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა.