“შეჩერებული წამი_გამოფენა ბათუმში

11 მაისი 2016, 00:00 6362 ნახვა

''შეჩერებული წამი''_ ამ სახელწოდების ფოტო გამოფენა გაიხსნა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში. ფოტოსურათები სარეაბილიტაციო ცენტრ ~თანას~ ინკლუზიური ჯგუფის აღსაზრდელებმა გადაიღეს. პროექტში 13 ბავშვი მონაწილეობდა, რომლებმა 2 კვირის განმავლობაში ფოტო კოლაჟი შექმნეს. პროექტის ავტორი ხელოვნებათმცოდნე ინგა დაისამიძეა, რომელმაც იდეის განხორციელება ბათუმის მერიის ფინანსური დახმარებით შეძლო. პროექტის ფარგლებში, გამოიცა კატალოგიც. გამოფენა მუზეუმში 1 კვირის განმავლობაში დარჩება.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი