ცესკომ შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის დამუშავება დაასრულდა

28 მარტი 2022, 18:09 1186 ნახვა

ცესკომ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის დამუშავება დაასრულა - ამის შესახებ ცესკოს ბრიფინგზე განაცხადეს . ამომრჩეველთა სიებში მეტობა ცესკოს განმარტებით, განპიროპბებულია ახალ მისამართზე რეგისტრაციით, ასევე როცა მოქალაქე აღწევს საარჩევნო ასაკს, - ასეთი ბათუმის შემთხვევაში 100-ია. ამომრჩევლებს ერთიან სიაში საკუთარ მონაცემებთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა 15 მარტამდე შეეძლოთ.  ბათუმში საკრებულოს შუალედური არჩევნები საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს 2 აპრილს პირველად გამოიყენებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი