გადადგი ნაბიჯი თანასწორობისკენ " - ბათუმში გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრას საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ესწრებოდა.
ნიკ ბერესფორდის განცხადებით, აჭარაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯები სამაგალითოა.
შეხვედრაზე საკანონმდებლო ცვლილებებსა და იმ შედეგებზე ისაუბრეს, რაც ქალთა გააქტიურებასა და მათი საქმიანობის ხელშეწყობას მოჰყვა. გამომსვლელებმა დეტალურად ისაუბრეს ქალთა უფლებებისა და თანასწორობის საკითხში იმ პრობლემებსა თუ საჭიროებებზე, რაც ჯერ კიდევ არსებობს.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
კონფერენცია აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით, შვედეთის მხარდაჭერით გაიმართა.