კონფერენცია სისხლში ტყვიაზე ბათუმში

25 მარტი 2022, 19:50 1022 ნახვა

სისხლში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი ბავშვების გონებრივ და ინტელექტუალურ განვითარებას აფერხებს, იწვევს ასევე ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის გართულებას. განსაკუთრებით საყურადღებოა აჭარა, რომელიც მოზარდებში ტყვიის მაღალი მაჩვენებლით ერთ-ერთია დასავლეთ საქართველოს  სხვა  რეგიონების შორის.  გამომწვევი მიზეზები სხვადასხვა, მათ შორის სათამაშო, გარემო,  სადაც მოზარდი ცხოვრობს და საკვები. თუმცა პრობლემა მხოლოდ მოზარდებში არ არის და მედიკოსები ტყვიის შემცველობის სახელმწიფო პროგრამით  ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებსაც იკვლევენ.  ამბობენ, რომ აუცილებელია პრობლემის დროული გამოვლენა და მკურნალობა, რაც შედეგს მათი თქმით, ძირითადად ადრეულ ეტაპზე იძლევა. ტყვიით ინტოქსიკაციის გართულებებსა და მკურნალობის მეთოდებზე დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელეს გაფართოვებულ ფორმატში მედიკოსებმა. შეხვედრას, რომელიც ბათუმში გაიმართა, პედიატრები და მეან-გინეკოლოგები ესწრებოდნენ, მათ შორის თბილისიდან. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი