Reuters-ის ცნობით, აშშ-ის შეფასებით, რუსების მიერ უკრაინაში გაშვებული ავტომატური დამიზნების მქონე რაკეტების 60% წარუმატებელია.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, ინფორმაციის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მედიასთან ანონიმურად ისაუბრეს.
მედია წერს, რომ ეს ინფორმაცია, შესაძლოა, დაგვეხმაროს იმის ასახსნელად, რატომ ვერ მიაღწია რუსეთმა ძირითად სამხედრო მიზნებს და ვერ განიცადა მნიშვნელოვანი წინსვლა ომის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში.