თქვენ შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი თვითმფრინავებისა და ტანკების 1%, ჩვენ ამის ყიდვა უბრალოდ არ შეგვიძლია - ზელენსკი ნატოს ლიდერებს 

24 მარტი 2022, 16:23 926 ნახვა

ბრიუსელში, NATO-ს შტაბ ბინაში, ალიანსის ლიდერების საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სამიტს ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ნატოს წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა.

''მე უკვე ერთი თვეა ერთ რამეს გიმეორებთ, გადაარჩინოთ ჩვენი ხალხი და ქალაქები, უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარება შეზღუდვების გარეშე, ისევე როგორც რუსეთი იყენებს ჩვენს წინააღმდეგ შეზღუდვების გარეშე მთელს თავის არსენალს, ანადგურებს ყველაფერს ცოცხალს, ნებისმიერ ობიექტს - საცხოვრებელი სახლებიდან ტაძრებამდე, საკვებით სავსე საწყობებიდან უნივერსიტეტებამდე, ხიდებიდან საავადმყოფოებამდე'' - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ზელენსკის თქმით, ნატოს ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა უკრაინას არც ერთი არ მისცა, არანაკლებ 20 ათასი ტანკი ჰყავს და უკრაინის თხოვნაზე 1% მაინც მიეცა ან მიეყიდა, ცხადი პასუხი არ გასცა. ზელენსკის თქმით, ომის პერიოდში იმაზე უარესი არაფერი არ არის, ვიდრე დახმარების თხოვნაზე არამკაფიო პასუხები.

მისივე თქმით, უკრაინელმა მებრძოლებმა, რომლებიც უკვე ერთი თვეა, წინააღმდეგობას უწევენ რუსულ აგრესიას, დაამტკიცეს, რამდენად ბევრის გაღება შეუძლია უკრაინას ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.

„დიახ, ეს სიმართლეა, ჩვენ არ ვართ ალიანსში – ყველაზე ძლიერ თავდაცვის გაერთიანებაში. ასეთი განცდა მაქვს, რომ ჩვენ ნაცრისფერ ზონაში ვართ დასავლეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ ვიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს. ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ სრულიად გასაგებად, ლოგიკური თხოვნით, დაგვხმარებოდით ცის დაკეტვაში ნებისმიერ ფორმატში. დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან. ჩვენ ვერ მოვისმინეთ მკაფიო პასუხი. უკრაინას არ აქვს ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი. ჩვენ ბევრად ნაკლები ავიაცია გვაქვს, ვიდრე რუსეთს. ამიტომ მათი უპირატესობა ცაში არის მასობრივი იარაღის გამოყენება. დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ რუსეთი უკრაინაში გაჩერებას არ ფიქრობს. არ ფიქრობს და არ აპირებს. მას უფრო შორს უნდა წასვლა – ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპის წევრებთან. ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი – ეს ნამდვილად. ჩვენ უბრალოდ ჩვენი ხალხის გადარჩენა გვსურს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ უკრაინის თავზე ცის არასაფრენ ზონად გამოცხადების თხოვნით მიმართა ნატოს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

„ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ სრულიად გასაგები, ლოგიკური თხოვნით, დაგვხმარებოდით ჩვენი ცის დახურვაში - ნებისმიერ ფორმატში დაგეცვათ ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან. ჩვენ ნათელი პასუხი არ მოგვისმენია, უკრაინას არ აქვს ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, გაცილებით მცირეა მისი ავიაცია რუსეთთან შედარებით, ამიტომ მათი უპირატესობა ცაში ეს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაა“ - თქვა ზელენსკიმ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში