რუსმა სამხედროებმა ქალაქი ახტირკა დაბომბეს - გარდაიცვალა სულ მცირე 4 ადამიანი

24 მარტი 2022, 13:32 983 ნახვა

რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქის ქალაქი ახტირკა დაბომბეს. მტრის მიერ ნასროლი ჭურვი საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა, არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ღამით რუსეთის არმიამ ახტირკას რაკეტები ესროლა. ჭურვი მაღალსართულიან შენობებს მოხვდა. არიან დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები"- განაცხადა სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ ახტირკაში მაშველებმა დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებიდან დაშავებული ქალის გამოყვანა შეძლეს.

მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 4 გარდაცვლილი გამოიყვანეს. საცხოვრებელ კორპუსებში ხანძრის ლიკვიდაცია გრძელდება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში