სოფელ ჭინკაძეებსა და დოლოგანში არსებულ ამბულატორიებს რეაბილიტაცია უტარდება. სამედიცინო პუნქტებს ტრანსპორტიც გადაეცემა, რაც ექიმებს პაციენტის ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში გადაადგილების პრობლემას მოუხსნის. გარემონტდება სოფელ ზვარეს და პირველი მაისის ამბულატორიებიც. სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებაზე, ჯამში დაახლოებით 80 ათასი ლარი დაიხარჯება. ქედაში სულ 9 ამბულატორია გარემონტდება.