რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრები ნებართვის გარეშე ქვეყანას ვეღარ დატოვებენ.
რუსეთიდან გასამგზავრებლად მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციიდან დეპუტატებმა ნებართვისთვის ფრაქციის ხელმძღვანელს ვლადიმირ ვასილიევს უნდა მიმართონ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო აცხადებს.
რუსეთის ფარგლებს გარეთ გასამგზავრებლად რუსმა დეპუტატებმა უნდა დაწერონ განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ქვეყანა, სადაც მიემგზავრება, გამგზავრების მიზეზი და რუსეთში არყოფნის ვადები.
რკინის ფარდა ეშვება - ასე ეხმაურება უკრაინელი მაღალჩინოსანი მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას და ტელეგრამ-არხზე შესაბამისს დებულებასაც აქვეყნებს.