23 მარტი ბათუმისათვის ბრძოლებში გმირულად დაღუპულთა ხსოვნის დღეა.
1921 წლის მარტში, თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს.
ქართველმა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა თურქეთის საჯარისო ნაწილების მიერ დაკავებული ბათუმი გაათავისუფლა.
ბათუმისათვის თავგანწირულ ბრძოლაში 84 ადამიანი დაიღუპა. მათი საფლავის დასადგენად გასული საუკუნის 90-იან წლებში, გათხრები მოეწყო. დრამატული თეატრის მიმდებარედ აღმოაჩინეს 50 გმირის ნეშტი.
ქართველ მებრძოლთა საფლავი დღეს ბათუმის მერიისა და საკრებულოს წევრებმა ყვავილებით შეამკეს.