ცეცხლაურის ნაგავსაყარის ტექნიკურ აღჭურვაზე 28 მლნ ევრო დაიხარჯება

23 მარტი 2022, 11:49 1007 ნახვა

EBRD-თან შეთანხმების ფარგლებში, 28 მილიონი ევროთი დაფინანსდება ცეცხლაურის ნაგავსაყარის ტექნიკით აღჭურვა. ამასთანავე მოხდება ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და შუალედური გადამცლელი სადგურის მშენებლობა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულ დირექტორს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა.

მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ KFW-ს და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებმა ქობულეთში, ცეცხლაურის ნაგავსაყარი დაათვალიერეს.

მყარი ნარჩენების მართვის პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი  გამოყოფს, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დააფინანსებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი