ზელენსკი ნატო-ს სამიტში ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას  

23 მარტი 2022, 10:16 812 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურად ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ამ კვირის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters, Interfax News-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებს ზელენსკი მონაწილეობას, ჯერ კიდევ მუშავდება.

„უკრაინა სამიტში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. რა ფორმით ჯერ  ჩამოყალიბებული არ ვართ. სულ მცირე ეს იქნება პრეზიდენტის მიმართვა, მაქსიმუმი – სრული ჩართულობა, რა თქმა უნდა, ვიდეოფორმატში“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი