პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრილ რუს სამხედროებს არა მარტო საკვებისა და საბრძოლო მასალების დეფიციტი აქვთ, არამედ ხომალდებისთვის საწვავი და ჯარისკაცებისთვის თბილი ტანსაცმელიც არ აქვთ.
„მათ საწვავის პრობლემა ზღვაშიც კი აქვთ. შეწუხებული არიან, რომ ხომალდებს საწვავით ვერ ამარაგებენ“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ამასთან, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას პენტაგონში სახიფათოს უწოდებენ.
პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ეს არ არის ის, როგორც პასუხისმგებლიანი ბირთვული ძალა უნდა მოქმედებდეს.
გუშინ, კრემლის პრესმდივნმა განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ მაშინ გამოიყენებს, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება.