"Anonymous"-მა "Nestle"-ს მონაცემთა ბაზა გატეხა

22 მარტი 2022, 23:06 1150 ნახვა

საერთაშორისო ჰაკერულმა ორგანიზაციამ, "Anonymous"-მა "Nestle"-ს მონაცემთა ბაზა გატეხა.

"Anonymous"-მა გაასაჯაროვა მომხმარებელთა 10 გიგაბაიტის მოცულობის პირადი ინფორმაცია, იმეილი, პაროლი და ა.შ.

ჰაკერთა დაჯგუფებამ ასევე გაავრცელა იმ სხვა კომპანიების ჩამონათვალიც, რომლის მონაცემთა ბაზის გატეხვასაც აპირებს. მათ რუსეთის ბაზრიდან გასასვლელად 48 საათიც მისცა.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთი 400-ზე მეტმა გიგანტურმა კომპანიამ დატოვა, მათ შორის არის "კოკა-კოლა", "მაკდონალდსი", "სტარბაქსი" და სხვები. რაც შეეხება "Nestle"-ს მას რუსეთის ბაზარი არ დაუტოვებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი