ათასობის მსხვერპლი, ნანგრევებად ქცეული შენობები, ალყაში მოქცეული ქალაქი - ომის ოცდამეშვიდე დღე უკრაინაში

22 მარტი 2022, 10:17 977 ნახვა

უკვე 27-ე დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებს ატარებს.

რუსული არმიის მიერ მარიუპოლის ალყის შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა უკრაინელ სამხედროებს ქალაქის დატოვება შესთავაზეს, თუმცა უკრაინულმა მხარემ უარით უპასუხა.

მარიუპოლზე თავდასხმებმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და სტრატეგიული საპორტო ქალაქი ნანგრევებად აქცია. მიუხედევად იმისა, რომ ხალხი აქ საკვების, წყლის გაზის, ელექტროენერგიის გარეშე არიან მათთან ვერავინ მიდის.

ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს 20-ზე მეტ ავტობუსს, რომელსაც მარიუპოლიდან საევაკუაციო დერეფნით მოსახლეობა გაჰყავდათ. როგორც ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა აღნიშნა, თავდასხმის შედეგად 4 ბავშვი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია.

ოკუპირებულ დონეცკში კი რუსებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს და კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაიჭრა. უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ ლუგანსკსა და დონეცკში 300-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მათ წარმატებით მოიგერიეს 13 თავდასხმა. ბოლო ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ოლქის, ქალაქური ტიპის დასახლება მაკაროვი, ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი