საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მხარს უჭერს და იზიარებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევას გამოეხმაურა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა უკრაინაში ომის პარალელურად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს.
„ძალიან სასიხარულოა ფაქტი, რომ კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ ჩვენი მთავრობის პოლიტიკა სრულ შესაბამისობაშია და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, იმ პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, ჩვენი მოსახლეობის დაცვას. მახარებს ფაქტი, რომ ჩემი და ჩვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულად არის გაზიარებული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ. კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ეს უნდა დავგმოთ ყველამ ერთად და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.