რუსებმა უკრაინაში 115 ბავშვი მოკლეს, დაჭრილია 148 - უკრაინული მედია

21 მარტი 2022, 13:56 726 ნახვა

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 115 ბავშვი მოკლეს, 148 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი კიევის რაიონში მოკლეს 58, კონკრეტულად კიევში კი 16.

ხარკოვი - 38;
დონეცკი - 29;
ჩერნიგოვი - 31;
მიკოლაივსკი - 22;
ჟიტომირი - 15;
ხერსონი - 15;
სუმი - 14.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი