სახელმწიფო ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის გაცემულ სესხებს 9%-ით დაასუბსიდირებს - ოთარ შამუგია

21 მარტი 2022, 13:13 709 ნახვა

ფერმერებს საშუალება ექნებათ ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის აიღონ შეღავათიანი სესხი, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დააფინანსებს საბრუნავი სახსრებისთვის საჭირო ფულად რესურსებს - ამის შესახებ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ დავასუბსიდირებთ საბრუნავი სახსრებისთვის საჭირო ფულად რესურსებს ისეთი საჭიროებებისთვის, როგორებიც არის სათესლე მასალები, საწვავი, ტექნიკის დაქირავება თუ ასევე სხვა ხარჯები და სახელმწიფო ასეთ გაცემულ სესხებს 9%-ით დაასუბსიდირებს. მთლიანობაში, პროექტის მიხედვით, ბანკის მიერ გაცემული საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს. ანუ ჩვენ საპროცენტო განაკვეთის მინიმუმ ნახევარს დავასუბსიდირებთ“, - განმარტა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, მეორე ცვლილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას შეეხება.

„ახალი პროგრამა, რომელიც კოოპერატივების მხარდაჭერისკენ მიმართულ, ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შექმნისთვის სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მაღალ, 80%-იან თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ანუ, ფერმერებს, რომლებიც ბოსტნეულ კულტურებს აწარმოებენ, შეუძლიათ გაერთიანდნენ, შექმნან კოოპერატივი და თუ დააკმაყოფილებენ კონკრეტულ გაწერილ პირობებს, ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობის მოწყობისთვის სახელმწიფოსგან გრანტის სახით მიიღებენ დაფინანსებას, მთლიანი ღირებულების 80%-ის ოდენობით“, - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში