დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტი 2022, 14:26 669 ნახვა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმში ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ღონისძიება გამართა. პატარებმა ამ დღესთან დაკავშირებით სიმბოლურად ფერადი მცენარეები  რეაბილიტაციის ცენტრის ეზოში დარგეს.  მოზარდების განწყობაზე  იზრუნეს.

წელს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენაა მიმართული.

ამ დღესთან დღესთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრები მოინახულა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  მისი განცხადებით,   2021 წელთან შედარებით  წელს ბავშვთა სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება გაიზარდა.

სამინისტროს პროგრამებით  2000-ზე მეტი ბავშვი ისარგებლებს. დაფინანსდება 15 900 სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის კურსი.

სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის მიმართულებით სამინისტრო 6 პროგრამას ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში