კიევში აფეთქებების შედეგად დაიღუპა ოთხი, დაშავდა ერთი ადამიანი

21 მარტი 2022, 10:15 780 ნახვა

კიევში აფეთქებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქ კიევში საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარი სამმართველო იტყობინება.

უკრაინის დედაქალაქში აფეთქებები საცხოვრებელ სახლებთან და სავაჭრო ცენტრთან მოხდა. ამ დროისთვის მეხანძრეები მასშტაბური ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია 11 ერთეული სახანძრო ტექნიკა და 60-ზე მეტი მეხანძრე.

გავრცელებული ინფორმაციით, პოდოლსკის რაიონი რუსმა სამხედროებმა დაბომბეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი