„მარშალის გეგმა-2“ - ევროსაბჭო უკრაინის აღდგენის გეგმაზე იმუშავებს

20 მარტი 2022, 16:37 949 ნახვა

უკრაინის აღდგენის გეგმის შემუშავების საკითხი ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომაზე დადგება. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი პოლონურ მედიასთან აცხადებს.

„დღეს უკრაინაში სუფევს შიში, მაგრამ ასევე არსებობს მისი მებრძოლი ჯარისკაცების გამბედაობა, ხალხისა და საზოგადოების იმედი, რომ ომის შემდეგ სუვერენული სახელმწიფო აღდგება. ეს იმედი რეალური ფუნდამენტით უნდა იყოს გამყარებული და ამის რეალური საფუძველი არის უკრაინისთვის „მარშალის გეგმა 2“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

მისი თქმით, პირველ რიგში ამ გეგმას უნდა შეუერთდნენ უმდიდრესი ქვეყნები, რადგან სწორედ მათ „ჩაიძინეს იმ მომენტში“, როდესაც რუსული აგრესიის შეჩერება იყო შესაძლებელი.

მორავეცკის ინიციატივას მიესალმა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და გეგმას  მორალური პასუხისმგებლობა უწოდა მათთვის, ვისაც არ სურს გვერდში დგომა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში