რუსი კოსმონავტების ჟესტი უკრაინის მხარდასაჭერად - საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამი რუსი კოსმონავტი ლურჯი აქცენტებით გაფორმებული ყვითელი სკაფანდრებით შევიდნენ. ომის დაწყებიდან დღემდე ეს კოსმონავტები პირველები არიან რუსეთიდან, რომლებიც საერთაშორისო სადგურზე გამოჩნდნენ.
დენის მატვეევი, ოლეგ არტიომოვი და სერგეი კორსაკოვი „როსკოსმოსმა“ „სოიუზ 21“-ის ხომალდით პარასკევს გაუშვა კოსმოსში, სადაც ისინი ამერიკელი და გერმანელი ასტრონავტების საერთაშორისო ჯგუფს შეუერთდნენ.
გაფრენისას მათ ლურჯი, თეთრი და წითელი ფერის სკაფანდრები ეცვათ - რუსეთის დროშის ფერებში - კოსმოსში კი უკრაინის დროშის ფერებში გამოეწყვნენ.