ბათუმში რუსული სკოლა არ გაიხსნება

19 მარტი 2022, 16:47 2032 ნახვა

“ვცდილობთ ახალი სკოლები ავაშენოთ, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე იქნება სწავლება. დღეს ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიები ცდილობენ, რომ შექმნან აჟიოტაჟი, ტყუილებით  ცდილობენ პრორუსულ ხელისუფლებად გამოგვიყვანონ, რაც  მტკნარი სიცრუეა“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ბაციკაძემ განაცხადა.

ის ამ განცხადებით მედიაში რუსულ სკოლებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორაციას ეხმაურება.

„ახლა მიწევს თავის მართლება ტყუილზე და არც თავის სამართლებელი არ გვაქვს. ბათუმში მე-3, მე-7 საჯარო სკოლა გვაქვს, სადაც რუსულენოვანი სექტორებია, მაგრამ უმეტესი ნაწილი ქართულენოვანია. მიზანმიმართულად ხდება ეს ყველაფერი, რომ პუტინის მოკავშირეები გამოგვიყვანონ. ჩვენ ვართ ამ ძმელბედობის ჟამს უკრაინელების გვერდით”, - აცხადებს დავით ბაციკაძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი