გაეროს უშიშროების საბჭოში პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ბრალდებით, რომ უკრაინაში ბიულოგიური იარაღის ნაწილები იქმნებოდა, შეერთებულმა შტატებმა და დასავლელმა მოკავშირეებმა რუსეთი გააკრიტიკეს.
ამ თემაზე რუსეთის მოთხოვნით 15-კაციანი საბჭო უკვე მეორედ შეიკრიბა ბოლო ორი კვირის განმავლობაში.
როიტერსის ცნობით, რუსეთის ელჩმა გაეროში - გაეროსა და საბჭოში ვრცელი დოკუმენტი გააგზავნა.
გაეროს განაცხადებით, ორგანიზაციას არ აქვს ინფორმაცია უკრაინაში რაიმე ბიოლოგიური იარაღის პროგრამის შესახებ, თუმცა რუსეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გამოიძიებს.