ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, 18 მარტის დილით ოკუპანტებმა ლვოვზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, შავი ზღვიდან 6 რაკეტა ისროლეს, რომლისგანაც 2 მოხვდა ლვოვის სახელმწიფო თვითმფრინავების სარემონტო ქარხანას, 2 კი ჩამოაგდეს.
აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულია 1 ადამიანი. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ოდესის ოლქის მიმართულებით ზღვიდან საკრუიზო რაკეტა გაისროლა, რომელიც უკრაინის საზენიტო სარაკეტო სისტემამ ჩამოაგდო.