იტალია მზად არის მარიუპოლის დაბომბილი თეატრი აღადგინოს

17 მარტი 2022, 22:56 1148 ნახვა

იტალია მზად არის მარიუპოლის დაბომბილი თეატრი აღადგინოს - ამის შესახებ იტალიის კულტურის მინისტრი "ტვიტერზე" წერს.

"მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ჩემი წინადადება - უკრაინას შესთავაზოს რესურსები და საშუალებები მისი აღდგენისთვის, რაც შეიძლება მალე. ყველა ქვეყნის თეატრები ეკუთვნის მთელ კაცობრიობას, მსოფლიო მემკვიდრეობას,"- წერს იტალიის კულტურის მინისტრი.

გუშინ, ოკუპანტებმა მარიუპოლში თეატრის შენობა დაბომბეს, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში