რუსული ოკუპაცია, უკრაინა და რეგიონში არსებული ვითარება იყო საუბრის თემა, პოლონეთისა და საქართველოს პრემიერების გამოსვლისას ბრიფინგზე. ირაკლი ღარიბაშვილმა მათეუშ მორავიეცკის გააცნოის პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე. თავის მხრივ პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინას ქართველებზე კარგად ვერავინ გაუგებს, მთავრობის მეთაურთან შეხვედრამ კი დაარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა შეაჩეროს ეს აგრესია, მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს.