სამედიცინო დაწესებულებებზე 43 თავდასხმის ფაქტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

17 მარტი 2022, 11:05 673 ნახვა

სახლების, კორპუსებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, რუსი ჯარისკაცების სამიზნეა საავადმყოფოებიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან სამედიცინო დაწესებულებებზე 43 თავდასხმის ფაქტი განხორციელდა.

საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, სულ მცირე 33 თავდასხმისას გამოყენებული იყო მძიმე შეიარაღება, მათ შორის სარაკეტო სისტემები და ტანკები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, უკრაინის ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების ზღვარზეა, ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო დონორების მიერ დახმარების დაუყოვნებლივ გაზრდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი