პაპუაშვილის შეხვედრა ელჩებთან

16 მარტი 2022, 19:34 910 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩ ფაიგ გულიევსა და შვედეთის ელჩ ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მიმოიხილეს. ფაი გულიევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვეს,  რეგიონში არსებულ  უსაფრთხოების ვითარებას, და მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2022 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავის სათანადო აღნიშვნაზე. შვედ დიპლომატთან კი აღინიშნა საერთაშორისო განვითარების (SIDA) წვლილი საქართველოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და ეკონომიკურ განვითარებაში. აგრეთვე, ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი