ჯანდაცვის მინისტრი ქირურგიის ცენტრში

16 მარტი 2022, 17:22 916 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში,  იმ სერვისებს გაეცნო, რომლებსაც სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტებისთვის აფინანსებს. ზურაბ აზარაშვილი უახლესი აპარატურის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო, რომელთა საშუალებითაც ონკოპაციენტებს მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის, ასევე უმნიშვნელოვანესი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. სერვისებს, ჯანდაცვის სამინისტრო, ძირითადად, სრულად აფინანსებს, რითაც მაღალტექნოლოგიური მომსახურებები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ხდება მოქალაქეებისთვის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი