ყოველდღიურად რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, რომელსაც არაერთი დაშავებული და მათ შორის დაღუპულიც ჰყავს. მხოლოდ გასულ წელს ავტოავარიის შედეგად 449 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, მათ შორის არიან არასრუწლოვნები. ბათუმი-ჩაქვის გზაზე გუშინ მომხდარი ავარია, მორიგი ტრაგედიის მიზეზი აღმოჩნდა. სხვისმა დაუდევრობამ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლები დააზარალა.